ლელი (ლევან) ჯაფარიძე დაიბადა 1895 წელს ჭიათურაში. 1914 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1913 წელს. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალებში: „ცისფერი ყანწები“ და „მეოცნებე ნიამორები“, წერილები – გაზეთში „საქართველო“ და სხვ.
იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 1921-1926 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში.
ლელი ჯაფარიძის მამა, ცნობილი ექიმი – სიმონ ჯაფარიძე 1924 წელს.
თარგმნა ბერნჰარდ კელერმანის „გვირაბი“, შტეფან ცვაიგის „ამოკი“ და „შიში“.
ლელი ჯაფარიძე გარდაიცვალა 1934 წელს.